სამკერდე ნიშნები, ანუ უბრალოდ ბროშკები, არსებობს მრავალი სახის. ძირითადად მათ იყენებენ რესტორნებში, კაფეებში, კონფერენციებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე. ისინი შეიძლება დამზადდეს, როგორც ლაზერის გრავირების აპარატით, აგრეთვე სხვა სპეციალური მოწყობილობით. და ფასი მნიშვნელოვნად მერყეობს.   ქვემოთ მოცემულია ჩვენთან დამზადებული სხვადასხვა სახის სამკერდე ნიშნები:         ეს კი ლაზერით დამზადებული:    

ფლაერი

ფლაერი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, ეფექტურ და იაფფასიან საინფორმაციო პოლიგრაფიულ წყაროს ფირმის საქმიანობის შესახებ. ასევე შეიძლება იყოს იმიჯის შესაქმნელადაც განკუთვნილი.   ხშირ შემთხვევაში, შეიცავს მოკლე ცნობებს ფირმის, შეთავეზებული პროდუქციის ან მომსახურების შესახებ, მისასვლელი გზის რუქას და ა. შ.   ფლაერი შესანიშნავად გამოდგება ქუჩაში, გამოფენებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე დასარიგებლად. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს იდეისა და დიზაინის დონეზე  მის დამუშავებას. […]

პოსტერი

პოსტერს საქარველოში ხშირად უწოდებენ სპეციალურ სადგამზე დამაგრებულ ბანერს, რომელსაც გამოიყენებენ სარეკლამო ან საინფორმაციო დანიშნულებით. სადგამები არსებობს ძირითადად ორი სახის – X-მაგვარი და ე. წ. “როლ-აპის” ტიპის, რომლებიც სპეციალური ზამბარის საშუალებით შესაძლებელია გადავიტანოთ დახვეულ მდგომარეობაში. ხოლო X მაგვარი კი დაშლილ მდგომარეობაში. ისინი ზომებითაც განსხვავდება და მერყეობს დაახლოებით – სიგანე: 60-150 სმ-დან, სიმაღლე: 100-220 სმ-მდე.   ქვემოთ მოყვანილია სადგამების […]

ბრელოკი

“კოპიპრინტში” შეგიძლიათ დაამზადოთ მრავალი სახის ბრელოკი. როგორც პლასტიკის, ასევე მეტალის, ალუმინის და სხვა. შესაძლებელია მზა ბრელოკის ბრენდირება. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საკითხი წყდება ინდივიდუალურად. ზოგიერთი ნიმუში შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ  

ბუკლეტი

ბუკლეტი, ან ტრიპლეტი წარმოადგენს ორად ან სამად დაკეცილ სრულფასოვან სარეკლამო, მაღალხარისხიან ქაღალდზე დაბეჭდილ ფერად პოლიგრაფიულ ნაწარმს, რომელიც აკინძვას არ ითვალისწინებს. ფლაერისაგან განსხვავებით მისი მოცულობა მეტია და შესაძლებელია მეტი ინფორმაციის დატევა. ე. ი. დიზაინერს მეტი გასაქანი აქვს.   ჩვენთან შეგიძლიათ დაამზადოთ ნებისმიერი დიზაინისა და სირთულის ბუკლეტი, რაოდენობით ერთიდან რამდენიმე ათასამდე, უმოკლეს დროში. როგორც ყოველთვის ხარისხზე პასუხისმგებლები […]

3D დიზაინი

3D დიზაინი შედარებით ახალი მიმართულებაა – ყოველ შემთხვევაში საქართველოში. შემკვეთისთვის ის წარმოადგენს მიღებული შედეგის ვიზუალურად შეფასების საუკეთესო საშუალებას. ამ დროს მას შეუძლია ნათლად დაინახოს შენობა-ნაგებობის, ნაკეთობის თუ სხვა საგნის გარეგანი მხარე და პროექტირების ეტაპზევე შეიტანოს ცვლილებები კონსტრუქციაში.   რა თქმა უნდა 3D აძვირებს სამუშაოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს გამართლებულია.     ქვემოთ წარმოდგენილია ჩვენი დიზაინერის – გიორგი ბიბილაშვილის მიერ შესრულებული სამუშაოს […]

დიდი ნახაზები

კოპიპრინტში შეგიძლიათ დაბეჭდოთ დიდი ზომის ნახაზები, როგორც ჩვეულებრივ ოფსეტის ქაღალდზე, სამუშაოდ, ასევე სპეციალურ მასალაზე, რომელიც ადვილად არ იხევა და უძლებს წყალს და მზეს. ასევე ჩვენთან შესაძლებელია 1 მ. სიგანის და 8 მ-მდე სიგრძის ნახაზების სკანირება და გამრავლება.    

CD-ზე ბეჭდვა

რა თქმა უნდა, CD და DVD სულ უფრო იშვიათად იხმარება, თუმცა სხვადასხვა კონფერენციებზე, შეხვედრებსა და პრეზენტაციებზე ჯერ კიდევ გამოიყენება. ბეჭდვა ორნაირად ხდება. ან ჭავლური პრინტერით, სპეციალური დაფარვის CD-ზე, ან მყარ ზედაპირზე ბეჭდვის აპარატით – ნებისმიერზე (რაც გაცილებით ძვირია).   “კოპიპრინტში” შეგიძლიათ აგრეთვე CD-ზე ჩაწეროთ მონაცემები. თუმცა გასათვალისწინებელია ჩაწერის და ბეჭდვის დრო. ამიტომ სასურველია ამ მხრივ შეზღუდულები არ ვიყოთ. […]